Saturday, December 9, 2017

სიბრძნის წყარო.უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს.


დაიზეპირე“ – ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ.შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება – ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანსრაც ჰქონდა და აქვს ადამიანს –მეხსიერებას
– ჩემო ძვირფასო შვილიშვილოარ მინდარომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდესდე ამიჩისისმსგავსადგასწავლიდეს მოყვასისკაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებსშენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარმე კი –მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალაჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.
მაშ ასემინდა ერთადერთი რჩევა მოგცერომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლაროცა შენს პლანშეტში ხართავჩარგულიარ მოგცემ შენიშვნასრომ შეეშვა მაგ საქმიანობასრათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალომით უმეტესთავადაც ვიყენებმასუკიდურეს შემთხვევაშიშეიძლება გირჩიოყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზერომლებიც სექსუალურთამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორისადამიანსა და ცხოველებს შორისარ დაიჯერორომ სექსუალური ურთიერთობები ამსაკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდისეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებულირომ შენ სახლში დაგაბანიმის ნაცვლადრომწახვიდე და რეალური გოგონები გაიცნოვიმედოვნებჰეტეროსექსუალი ხარწინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენისიტუაციის შესაბამისად მიიღეოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზემერწმუნეისინი სატალევიზიოპერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენვიდრე გოგონები „ონლაინ“. დამიჯერერადგან მე მეტიგამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვისმამაშენი არასდროს დაიბადებოდა დაარც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).
თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარიარამედ დაავადებაზერომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობარომელიცუკვე უნივერსიტეტებში სწალობსმე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.
მართალიარომ თუ მოისურვებ იმის გაგებასვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპურიშეგიძლია მარტივადდააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდანგააკეთე ესროცა დაგჭირდებამაგრამ როდესაც საჭიროცნობებს მიიღებეცადემათი შინაარსი დაიხსომორათა მეორედ არ ეძებოროცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდებამაგალითადსკოლაში.იცი რა არის ცუდიიმის შეგრძნებარომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვასგიქრობსსურვილსინფორმაცია დაიხსომოამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნოროდესაც ადამიანი შეიტყობსრომ ერთიქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლარაც ძალიან მოსახერხებელიაროცა გეჩქარებარასაკვირველია,გადაწყვეტსრომ აღარ არის აუცილებელიფეხით იაროსმაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტგადაიქცევი ადამიანადრომელიციძულებული იქნებაინვალიდის ეტლით გადაადგილდესვიცირომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულისმართვამაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.
მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავსთუ მათ გავარჯიშებას შეწყვეტის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოსიდიოტადგადაიქცევიგარდა ამისაჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერის დასნებოვნების საშიშროება და ამ უსიავონების თავიდანაცილების ერთ-ერთი საშუალებააგამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება.
აიროგორია ჩემი რეცეპტიყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე ლექსიროგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენხოლმეშეიძლებამეგობრებთან ერთად შეჯიბრება მოაწყოვის აქვს საუკეთესო მეხსიერებათუ პოეზია არ მოგწონსშეგიძლია,საფეხბურთო კლუბების შემადგენლობა დაიხსომომაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების სახელები უნდაიცოდეარამედ სხვა გუნდებისაცასევე მათი შემადგენლობა გასულ წლებში (წარმოიდგინემე მახსოვს ტურინის კლუბისმოთამაშეების სახელებირომლებიც სუპერგის მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენბაჩიგალუპობელარინიმაროზო და ..).შეეჯიბრეთ ერთმანეთს იმაშითუ ვის ახსოვს უკეთ წაკითხული წიგნების შინაარსიახსოვთ თუ არა შენს ამხანგებს სამი მუშკეტერისადა დარტანიანის მსახურთა სახელები (გრიმობაზენიმუშკეტონი და პლანშე)… და თუ არ გინდა „სამი მუშკეტერის“ წაკითხვა (თუმცაშენ არც კი იცირას კარგავ ამით), მსგავსი თამაში შეგიძლია მოიგონო იმ წიგნისთვისრომელიც წაიკითხე.
ეს თამაშს ჰგავსჰოეს თამაშიამაგრამ დაინახავშენი თავი როგორ შეივსება პერსონაჟებითამბებით და სრულიადგანსხვავებული მოგონებებითმკითხავოდესღაც რატომ უწოდებდნენ კომპიუტერს ელექტრონულ ტვინსიმიტომრომ ისჩაფიქრებული იყო შენი (ჩვენიტვინის მოდელის მიხედვითმაგრამ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი კავშირი აქვსვიდრეკომპიუტერსტვინი ეს ისეთი კომპიუტერიარომელიც ყოველთვის შენთან არისმისი შესაძლებლობები განივრცობა გავარჯიშებისშედეგადშენი სამაგიდო კომპიუტერი კი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ სიჩქარეს კარგავს და რამდენიმე წელში სულაცგამოსაცვლელიააი ტვინს კი შეუძლია, 90 წლამდე გემსახუროსდა ოთხმოცდაათი წლისასთუ ტვინს გამუდმებით ავარჯიშებ,გაცილებით მეტი რამ გეხსომებავიდრე ახლათანაცტვინი უფასოა.
კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერებარომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდანან იმასთანრაც შენწაგიკითხავსის იმ მოვლენებს ინახავსრომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.
როდესაც დღეს კინოთეატრში მიეშურებიაუცილებლად ფილმის დაწყებამდე უნდა მიხვიდეროცა ფილმი იწყებამაშინაცთითქოს სულ ხელს გკიდებენ და გიხსნიანრა ხდებაჩემ დროს შეიძლებოდაკინოთეატრში ნებისმიერ მომენტში მისულიყავი,ფილმის შუალედშიც კიუამრავი მოვლენა მომხდარა შენს მისვლამდე და გიწევდა იმის წარმოსახვათუ რა მოხდა მანამდეროცაფილმი თავიდან იწყებოდაშესაძლებლობა გქონდა გენახასწორი იყო თუ არა შენი რეკონსტრუქციათუ ფილმი მოგწონდაშეგეძლოდარჩენილიყავი და ხელახლა გენახაცხოვრება მაგონებს ფილმის ყურებას ჩვენს დროშიჩვენ იმ მომენტში ვიბადებითროცა უკვემრავალი მოვლენა მომხდარა ასობით ათასი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმის გაგებამაინც რა მოხდა ჩვენს დაბადებამდე.ეს იმისთვის არის საჭირორომ უკეთ მიხვდერატომ ხდება დღეს ამდენი ახალი მოვლენა.
დღეს სკოლას ალბათ აქვს ვალდებულებაგასწავლოს ისრაც შენს დაბადებამდე მოხდამაგრამ ეს მას ცუდად გამოსდისსხვადასხვაგამოკითხვით დასტურდებარომ დღევანდელმა ახალგაზრდობამსაუნივერსიტეტომაც კირომელიც 1990-იან წლებშია დაბადებული,არ იცისან იქნებარც უნდაიცოდესრა ხდებოდა 1980 წელსრომ აღარაფერი ვთქვათ 50 წლის წინანდელ მოვლენებზესტატისტიკამეტყველებსრომ როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიანვინ არის ალდო მოროისინი პასუხობენრომ იგი „წითელ ბრიგადებსმეთაურობდაარადასწორედ ამ იატაკქვეშა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს.
წითელი ბრიგადების“ მოღვაწეობა ბევრისთვის საიდუმლოდ რჩებაარადა ისინი სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ იდგნენპოლიტიკურ სცენაზემე 1932 წელს დავიბადეათ წელიწადში მას მერერაც ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენმაგრამ ვიცოდი,ვინ იყო პრემიერ-მინისტრი რომში გამართული მარშის დროსშეიძლებაფაშისტურ სკოლაში მიამბეს მასზერომ აეხსნათრა სულელიდა ცუდი იყო ის მინისტრიფაშისტების მიერ ჩანაცვლებულიდაე ასე იყოსმაგრამ მე ვიცოდი ესთუმცა სკოლას თავი დავანებოთ.დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ოცი წლის წინანდელი კინომსახიობების სახელებიმე კი ვიცოდივინ იყო ფრანჩესკაბერტინირომელიც ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე თამაშობდა მუნჯ კინოშიიქნებიმიტომ ვიცოდირომ ჩვენი სახლის სხვენზედაყრილ ძველ ჟურნალებს ვფურცლავდიშენც გთავაზობ ძველი ჟურნალების თვალიერებასრადგან ეს დაგეხმარება იმის გაგებაშირახდებოდა შენს დაბადებამდე.
მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანიიცოდე შორეული წარსულის მოვლენებიიმიტომრომ ხშირად მსგავსი ცოდნა გვეხმარებადღევანდელი მოვლენების მსვლელობის გაგებაში და ნებისმიერ შემთხვევაშიისევეროგორც საფეხბურთო გუნდების შემადგენლობისცოდნამეხსიერების გამდიდრებაში გვეხმარება.
დაიხსომერომ შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი მეხსიერება არა მხოლოდ წიგნებისა და ჟურნალების დახმარებითარამედინტერნეტის დახმარებითაცის არა მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგირომ მეგობრებთან იყბედოარამედ მსოფლიო ისტორიისშესასწავლადაცვინ არიან ხეთები და კამიზარებირა ერქვა კოლუმბის სამ გემსროდის გადაშენდნენ დინოზავრებიჰქონდა თუ არასაჭე ნოეს კიდობანსრა ერქვა ხარის წინაპარსასი წლის წინ მეტი ვეფხვი იყო თუ ახლარა იცი მალის იმპერიაზევინ გიამბო მისშესახებვინ იყო ისტორიაში მეორე პაპიროდის შეიქმნა მიკი მაუსი?
შეკითხვების დასმა შემიძლიაუსასრულოდ გავაგრძელოდა ისინი შესანიშნავ თემებად იქცეოდა კვლევისთვისეს ყველაფერი უნდაგახსოვდესდადგება ის დღეცროცა დაბერდებიმაგრამ იგრძნობრომ ათასობით ცხოვრება გაგივლიათითქოს ვატერლოოსბრძოლაში მიგიღია მონაწილეობაიულიუს ცეზარის მკვლელობას დასწრებიხარიყავი იმ ადგილასსადაც იყო ბერტოლდ შვარცი,რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას აზავებდა ოქროს მისაღებადშემთხვევით კი დენთი მოიგონა და ცაში აიწია (ასე უნდა მაგას!).ხოლო შენი სხვა მეგობრებირომლებიც არ იზრუნებენ მეხსიერების გამდიდრებაზემხოლოდ ერთსაკუთარ ცხოვრებას გაივლიან,მონოტონურსა და დიდ ემოციებს მოკლებულს.
ჰოდაასეგაიმდიდრე შენი მეხსიერება და ხვალ ზეპირად დაისწავლე “La Vispa Teresa”.

თარგმნა ლელა ზურებიანმა

No comments:

Post a Comment