Sunday, November 19, 2017

ტესტი მე-9 კლასის შემაჯამებელი წერისათვის (II ვარიანტი)

         ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
                                            IX კლასი
                               
 ტესტი შედგება ღია და დახურული კითხვებისაგან.
                           
                                 მაქსიმალური ქულა--20
                             
                             ქულათა ხვედრითი წილი:

10ქულა---- 19-20 სწორი პასუხი
9ქულა ----- 17-18 სწორი პასუხი
8ქულა ----- 15-16 სწორი პასუხი
7ქულა ----- 13-14 სწორი პასუხი
6ქულა ----- 11-12 სწორი პასუხი
5ქულა ----- 8-9-10 სწორი პასუხი
4ქულა ----- 4-5-6-7 სწორი პასუხი



1.(0,5ქ) გაიხსენეთ, შაირის რომელი სახეობა გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“:
ა)მაღალი;  ბ) დაბალი; გ) საშუალო და მაღალი; დ) მაღალი და დაბალი.
2.(0,5ქ) ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“                                                                                                                                                          ა) როსტევანს;
ბ) არისტოტელეს;
გ) პლატონს;
დ) ავთანდილს.
3.(0,5ქ) პარონიმები ნიშნავს:
ა) პაუზას ლექსში;
ბ) ჟღერადობით მსგავს და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს;
გ) ჟღერადობით განსხვავებულ და შინაარსით ერთნაირ სიტყვებს;
დ) ურითმო ლექსს.
4.(0,5ქ) „თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს!“                                                                   რომელი ბრუნვაა „იმერთა“:
ა) მოქმედებითი;
ბ) ვითარებითი;
გ) სახელობითი;
დ) ნათესაობითი.
5.(1ქ) განმარტეთ შემდეგი ფრაზა:
„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“(„ვეფხისტყაოსანი“).
6.(1ქ) „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“/ (ვაჟა-ფშაველა-„ჩემი ვედრება“)
რა არის ტაეპის მთავარი სათქმელი?
7.(1ქ) „წინ მომეგებნენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო,გუნდი და გუნდი ვარსკვლავი მოკაშკაშ-მოელვარეო!“
განმარტეთ, როგორია წინადადება აგებულების მიხედვით?
8.(1ქ) ვის მიუძღვნა აკაკიმ ლექსი „განთიადი“ და რატომ?
9.(1ქ) თქვენი სიტყვებით განმარტეთ, რა არის სტილიზაცია.
10.(2ქ) ილია ჭავჭავაძე--„სარჩობელაზედ.“ 
გამოყავით პრობლემა, რომელიც პირველად და საკმაოდ მწვავედ დაისვა  ამ მოთხრობაში.
11.(2ქ) იმსჯელეთ სოფიოს პიროვნებაზე ნ. ბარათაშვილის “ბედი ქართლისას“ მიხედვით.
12.(2ქ) რას ეწოდება  თეთრი ლექსი?                                                                                         13.(2ქ)  რამ   დაღუპა  დიდი  იოსები?     (კონსტანტინე გამსახურდია - მოთხრობა  „დიდი იოსები.“) იმსჯელეთ.
14.(2ქ) მოსე ზამთარაძის ნაამბობის მიხედვით მოკლედ დაახასიათეთ არქიფო სეთური. (ჭაბუა ამერეჯიბი-„დათა თუთაშხია“)
15.(3ქ) გაიხსენეთ, რა იცით    მზეჭაბუკ  ორბელიანის შესახებ.










                                   სწორი პასუხები:
1-გ
2-გ
3-ა
4-დ
5- ისე უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ, რომ სამყაროს უზენაესი წესრიგის მკვიდრი გავხდეთ.
6- ადამიანი თუ ხარ, სხვისი სიხარული და ტკივილი უნდა გაიზიარო, სხვაგვარად მოსიარულე მკვდარს დაემსგავსები.
7- შერწმული
8- ექვითიმე თაყაიშვილი
9- მინიატურა--მცირე მოცულობის პროზაული ნაწარმოებია, ახასიათებს კომპოზიციური სიმტკიცე. ყველა სიტყვა, დეტალი საგანგებოდაა შერჩეული და ზუსტად გამიზნული ავტორის მიერ.
10- უცხო ყმაწვილებს გადაეყარა, გაქურდეს, მოატყუეს, შემდეგ კაცის ჩამოხრჩობის თანამონაწილე გახდა.
11- სამშობლოს დატოვებასა და მარტოსულობაშია ანდრო კაიშაურის პიროვნული ტრაგედია.
12- ზუსტია რითმა, როდესაც სარითმო სიტყვებში ბგერები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. არაზუსტი-- ხმოვნები და თანხმოვნები განსხვავებულია.
13- აღწერილია საქართველოს გასაბჭოება 1921 წელს.
14- დათა--შეუპოვარი, უსამართლობასთან მებრძოლი, კაცთმოყვარე, უშიშარი, სამართლიანი.
15- მზეჭაბუკ ორბელიანი-- XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მწიგნობარი, სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე მეორის მდივანი, გონებამახვილი და მჭევრმეტყველი ადამიანი.

No comments:

Post a Comment