Tuesday, November 14, 2017

თავისუფალი გაკვეთილები

1აქტივობა
     ჯგუფის შექმნა.მიზნების,აქტივობების,მუშაობის პირობების, ინტერესების,კვლევის პროცესების დაგეგმვა და შემუშავება.
2.აქტივობა
     ექსკურსია დედაენის ძეგლთან. "ლექსად გაცოცხლებული სათქმელი".
3.აქტივობა
      ლექცია-გაკვეთილი თემაზე---იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ქართული ანბანის სამივე სახეობა:ასომთავრული,ნუსხური,მხედრული.
4.აქტივობა
     ვირტუალური მოგზაურობა ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ სინას მთაზე,ვენის მუზეუმში,იერუსალიმში,შავ მთაზე,ბრიტანეთის მუზეუმსა და ა.შ.
5.აქტივობა
     გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით :ქართული ანბანის წარმოშობის თეორიები და მკვლევარები.
6.აქტივობა
    კედლის გაზეთის გამოშვება მხედრული,მრგლოვანი და  ნუსხური ასოებით
7.აქტივობა
    ექსკურსია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
8.აქტივობა
    პრეზენტაცია თემაზე-რიცხვითი სიმბოლოები და ქართული ანბანი.
9.რუბრიკა-ეცადე შენც!
     სამეცნიერო ფილმის "აი,კუბი''(ხის ფაზლებით ძველი ქართული ანბანის შექმნა), ყურება და პრაქტიკული განხორციელება.
10.აქტივობა
      შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის სალონში.კითხვარის შევსება:რას ველოდი ამ პროექტისაგან, რა ვისწავლე და რას ვისურვებდი მომავალში!
      

         
 I შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი: 15.00
დასრულება:15.45
  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი(მეშვიდე კლასის ბაზაზე).
ჯგუფში გაერთიანდა 20 მოსწავლე( მათი სურვილის გათვალისწინებით).
 პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტის მიზნები,დავგეგმეთ აქტივობები,შევაჯერეთ ინტერესები,ვიმსჯელეთ კვლევის პროცესებზე და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა.
  შევთანხმდით შემდეგი შეხვედრის დროსა და ადგილზე
    




II შეხვედრა-აქტივობა

  ექსკურსია დედაენის ძეგლთან. "ლექსად გაცოცხლებული სათქმელი".
დასაწყისი:15.00
დასასრული:16.00
 მოსწავლეები გაეცვნენ დედაენის ძეგლის ისტორიას,შექმნის საიდუმლოს  და  წაიკითხეს დედაენაზე დაწერილი ლექსები! 


   "წიგნს ძეგლი პირველად თბილისში დაუდგეს და უკვე 26 წელია, “დედაენის დღე”  ტრადიციულად  14 აპრილს აღინიშნება. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე “მშრალ ხიდთან” დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს. ძეგლის ავტორებს, მოქანდაკეებს ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIX საუკუნეში ქართველ “წერა-კითხვის გამავრცელებელთა” უმთავრესი მიზანი.  Untitled-1-(20150415032145)
დღევანდელი “დედა ენის” პარკის ადგილას ბაღის გაშენება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ძირითადად ჭადრები დარგეს. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც თავის დროზე, მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა, გაკეთდა მშრალი ხიდი.
“დედა ენის” პარკი დღეს ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი.  14 აპრილის “დედაენის დღედ” დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წელს სწორედ ამ დღეს, საქართველოს1397410685411707 მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ათიათასობით ადამიანი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტ3f63c121-cb56-4f5b-b3dc-e5c2cbb79f54იტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა “დედაენის დღეც”.
 მანამდე კი, ქართველთა გენიალურ პალინდრომზე — „აი ია“, იაკობ გოგებაშვილმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იზრუნა. მწერალმა დიდხანს იფიქრა პირველ საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალური, ზნეობრივი და პატრიოტული კრიტერიუმებზე. მის პირად არქივში დაცულია მასალა, რომელიც დედაენაზე მუშაობის პროცესს ასახავს, როგორ აზუსტებდა, ხვეწდა თითოეულ ნიუანსს, მეთოდს, ხერხს, სიტყვას მარტივიდან რთულისკენ. როგორ ცდილობდა, რაც შეიძლება სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის მის მიერ შეთავაზებული მოთხრობა თუ ლექსი.
  წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიანდეს. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა.75408721-(20150415031655)
  იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დღემდე ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მთავარ ფესვად რჩება, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ამ წიგნის სიყვარულით არ არის გამოწვეული. ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც „დედა ენას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და მიაჩნდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია.“ – წერდა იგი.








III  შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი :15.00
დასასრული15.45
ჩატარდა  ლექცია-გაკვეთილი თემაზე---იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ქართული ანბანის სამივე სახეობა:ასომთავრული,ნუსხური,მხედრული.
  პირველ რიგში,მოსწავლეებს განვუმარტე,რა არის იუნესკო,რა დანიშნულება და ფუნქცია აკისრია ამ ორგანიზაციას და რა დიდი გამარჯვებაა  ჩვენი ანბანის არამატერიალურ კულტურის ძეგლად აღიარება.






IV  შეხვედრა-აქტივობა
   ვირტუალური მოგზაურობა ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ სინას მთაზე,ვენის მუზეუმში,იერუსალიმში,შავ მთაზე,ბრიტანეთის მუზეუმში და ა.შ.
დასაწყისი :15.00
დასასრული:15.45
    მეოთხე შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად ვირტუალურად  ვიმოგზაურეთ ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ საზღვარგარეთ,კერძოდ,სინას მთაზე,იერუსალიმში, შავ მთაზე და ინტერნეტის საშუალებით აღვმოვჩნდით სხვა სამყაროში,იმ ქვეყნებში,სადაც გაფანტულია ქართული საგანძური.
                იერუსალიმის ჯვრის მონასტერი





                               
ქართული წარწერები და წიგნები

                                         ბეთლემის ქართული მონასტერი.                                                       პალესტინაში მოღვაწე ქართველთა კვალსა და ბეთლემის მახლობლად ქართული მონასტრის არსებობას ბეთლემის მონასტერი, მოზაიკური წარწერაადასტურებს იტალიელი არქეოლოგის, ვირჯილიო კორბოს, მიერ 1952-53 წწ-ში აღმოჩენილი სამი ქართული მოზაიკური წარწერა (VI-VII სს.) და მონასტრის ნანგრევები. როგორც გაირკვა, ეს თეოდორე ტირონის  სახელობის ქართველთა მონასტერი ყოფილა. ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემორჩენილ წარწერაზე იკითხება მონასტრის წინამძღვარ ამბა ანტონისა და მოზაიკური წარწერის შესმსრულებელ იოსიას სახელები.
  ბუნებრივია, ამ სამ მონასტერში სამწიგნობრო საქმიანობაც იქნებოდა გაჩაღებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ გადაწერილ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მართალია, საქართველოშიც, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, და საზღვარგარეთაც, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის წიგნსაცავებში, დაცულია V–VI სს-ებით დათარიღებული პალიმფსესტური ფურცლები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათი წარმომავლობის ადგილი. რაც შეეხება ასოთა გრაფიკულ მოხაზულობას, ხელის თავისებურებას (რაც ხშირად გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ნაწერის არა მხოლოდ თარიღი, არამედ წარმომავლობის ადგილიც), ქართული პალიმფსესტების, ბოლნისის სიონისა თუ მცხეთის ჯვრის მონასტრისა და პალესტინის ბეთლემის მონასტრის გრაფემები თითქმის  იდენტურია. ეს კი მეტყველებს V საუკუნის ქართული წერილობითი კულტურის, ანუ კალიგრაფიული სკოლების უკვე მყარად ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე.
საბაწმინდის ლავრა. ქართული სამონასტრო ცხოვრებისა და წერილიბითი ტრადიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბერ-მონაზვნობის მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად არსებულ საბა განწმენდილის ანუ საბაწმინდის ლავრაში. V საუკუნის 80-იან წლებში  ჭილ–ეტრატის იადგარი, X ს. დაარსებულ ამ უდიდეს მონასტერში რამდენიმე ასეული ბერძენი, სირიელი, სომეხი ბერი მოღვაწეობდა. ქართველები აქ ადრევე გამოჩნდნენ და VI საუკუნის I მესამედში ისე მომრავლდნენ, რომ საკუთარი ეკლესიაც კი ჰქონდათ,რ ომელშიც ზოგიერთ საღვთისმსახურო წიგნს ქართულ ენაზე კითხულობდნენ.საბაწმინდის მონასტერში ქართული კოლონიზაცია განსაკუთრებით მოძლიერდა VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში ითარგმნა და გადაიწერა უმნიშვნელოვანესი ქართული ხელნაწერი წიგნები, შეიქმნა საღვთო წერილის საბაწმინდური რედაქცია. ტაო-კლარჯეთისა და, ზოგადად, იმ ხანის საქართველოს მონასტრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საბაწმინდასთან. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ტაოში დაფუძნებულ მამას ხანძთის მონასტრის წესგანგება საბაწმინდური ტიპოკონის საფუძველზე ჩამოუყალიბებია. მართალია, მუსლიმ არაბთა და შემდგომ თურქ-სელჩუკთა მიერ პალესტინის დაპყრობისა და საბაწმიდის მონასტრის შევიწროვების შემდგომ ქართულმა ბერმონაზვნობამ სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაიდო ბინა, მაგრამ ურთიერთობა საბაწმინდასთან და იქ პილიგრიმობა არ შეუწყვეტია.
ქართველ მწიგნობართაგან საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელის მიწაფეები _ მაკარი ლეთეთელი, არსენი, მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, პიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, იოვანე-ზოსიმე, რომელიც შემდგომ სინის მთაზე მოღვაწეობდა; გარკვეული დროის განმავლობაში აქ დაემკვიდრა ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი_პროხორე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვა არაერთი მწიგნობარი.
საბაწმინდაზე გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნების, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომ სინის მთაზე გადაიტანეს, ლიტერატურული მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქართული კულტურის ისტორიის ფარგლებს. ამ ხელნაწერებმა შემოინახეს ადრეული ბიზანტიური მწერლობისა და წიგნის ხელოვნების უნიკალური ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი დედნები (ბერძნული, სირიული, არაბული, სომხური) დღეისათვის დაკარგულია. ამიტომაც მათ შესწავლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანული აზროვნებისა და ხელოვნების მკვლევრები. ეს წიგნებია სინური მრავალთავი, ჭილ-ეტრატის იადგარი, ასკეტიკურ-ჰიმილეტიკური კრებული "სამოთხე", ეფრემ ასურის თხზულებათა შემცველი კრებული და სხვა.


 ქართველები კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან.
      სინას მთის ხელნაწერები



       ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია ინახება სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის წიგნთსაცავში.
სინას მთაზე ერთ-ერთი ძველი მწიგნობარი, ბასილ მჩხრეკელი სიამაყის გრძნობით აღნიშნავდა: “მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა სადა უწყი ნაკლულევანი”. სინას მთაზე ამჟამად 100-ზე მეტი ქართული ხელნაწერი ინახება. მათ შორის ყველაზე ადრინდელია “სინური მრავალთავი” (864 წ.).
სინას მთაზე დაცულია ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები: ოთხთავის ხელნაწერები , ლექციონარი, აგიოგრაფიული კრებული, ეფრემ ასურის ქადაგებანი, საგალობელთა შემცველი ხელნაწერები , პარაკლიტონები  და სხვ.
აღსანიშნავია, რომ აქ დაცული ხელნაწერების უმეტესი ნაწილი X საუკუნით თარიღდება, რაც თავისთავად მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე. ამჟამად აქ ინახება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გეთსამანიაში, კაპპათაში, გოლგოთაზე, კალიპოსში, საბაწმიდის ლავრასა და ქართველთა სხვა მწიგნობრულ ცენტრებში თარგმნილი და გადაწერილი თხზულებანი, აგრეთვე ის ხელნაწერები, რომლებიც ქართული კულტურის დიდი მოღვაწის იოანე ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი ან ნარედაქციევი.
  უცხოეთში დაცული ძველი ქართული ხელნაწერები
 ქართული ხელნაწერების ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს უცხოეთში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ.
ცნობისათვის, რვა უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, "იუნესკოს" მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში მოხვდა იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის, რაც რეესტრმა 2015 წელს შეიტანა.
მათ შორის არის უძველესი ხელნაწერი "ანბანდიდი", მე-9 საუკუნის სახარება, ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი მსოფლიოს ყველა კოლექციაში დაცულ ხელნაწერთაგან. იგი იმ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ასომთავრულით.
ასევე, ქართული პალიმფსესტები, მათ შორის 1440-1462 წლების ისტორიული საბუთი. ეს არის წყალობის წერილი მანგლელ-თბილელ მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექსისისადმი.
ასევე, 1441 წლის ისტორიული საბუთი - შეუვალობის განახლების სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა; 1447 წლის ისტორიული საბუთი - ქართლ-კახეთის საკათალიკოსოს მამულების - სითარხანის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი მერვის მიერ.
"იუნესკოს" მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტს და კოლექციას, მასში საქართველოს უძველესი ხელნაწერების კოლექციიდან ასევე შეტანილია ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი", "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერების კოლექცია, ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები და ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები ზედნადები ქართული კომენტარებით, რომელთა დედნებიც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ.
ქართული ხელნაწერები სრულდებოდა ჭილზე (პაპირუსზე), ტყავსა და ქაღალდზე ასომთავრულით. ხელნაწერისთვის ძირითადად შავი მელანი გამოიყენებოდა, ასევე სინგური - წითელი ფერის საღებავი, ძირითადად გასაფორმებლად ან სათაურის დასაწერად.
ქართული ხელნაწერები იწერებოდა ოქროს მელნითაც, რომლითაც აფერადებდნენ ან წერდნენ. ასევე გამოიყენებოდა ფურცლოვანი, ოქროს უთხელესი ფირფიტა, რომელსაც ზედ ამაგარებდნენ და შემდეგ მასზე ხატავდნენ; მოქვის ოთხთავში სწორედ ფურცლოვანი ოქროა დაფენილი და მასზე შესრულებული მხატვრობა, როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, იშვიათია, რადგან უმეტესად ჯერ გამოსახულება იხატებოდა და შემდეგ უკეთდებოდა ფონი ოქროს მელნით.
ძველ ხელნაწერებს ხშირად თან ახლდა გადამწერის ანდერძი, სადაც მითითებული იყო გადაწერის ადგილი, თარიღი, დამკვეთის ვინაობა. წიგნების ხელით გადაწერა ძირითადად ეკლესია-მონასტრებში ხდებოდა და ამ საქმით დაკავებული იყვნენ ბერები, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი სახელი ხელნაწერ წიგნში არ შეეტანათ, თუმცა მინიშნებები ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით მაინც გვხვდება. მაგალითად, ეს ხელნაწერი გადაწერილია საქართველოში ბაგრატ |ქ-ის მეფობის დროს, ან კონსტანტინეპოლში ბიზანტიის იმპერიის დროს, ან ანტიოქიაში, ანტიოქიის ამა და ამ პატრიარქის პატრიარქობის დროს.
რაც შეეხება საერო ხელნაწერებს, ყველაზე ადრეული საერო ხასიათის ხელნაწერია "ასტროლოგიური ტრაქტატი", რომელიც 1188 წლითაა დათარიღებული და მასში მთვარის ფაზები და ზოდიაქოს ნიშნებია წარმოდგენილი.
უცხოეთის საცავებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე მათგანზე შავაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. მარტო საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დღეს დაცულია 32 ქართული ხელნაწერი. პირველი ეგზემპლარი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შევიდა, შემდეგ მისიონერებისა და კერძო პირების მეშვეობით ფონდი თანდათან გამდიდრდა.
ქართული ხელნაწერები დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში; ასევე ავსტრიაში, ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სადაც 5 ქართული ხელნაწერი ინახება. პირველი ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 1873 წლის მაისში შეიძინა 25 გულდენად ანტიკვარ გოლდშმიტისგან. სამი ხელნაწერი პროფესორმა ტიურკერმა ბიბლიოთეკისათვის უცნობი ანტიკვარისგან 1931 წლის იანვარში ალექსანდრიაში შეისყიდა. მეხუთე ხელნაწერი ბიბლიოთეკას 1938 წლის ივლისში ვენაში კრონენგენისაგან შეუძენია. ესაა სახარება.
ბიბლიოთეკის დავთარში ასეთი ჩანაწერია, რომ იგი ეკუთვნოდა პრინც ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც 1921 წელს დახვრიტეს, მისმა მეუღლემ კი ეს ხელნაწერი 1929 წელს გაყიდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პრინცი ბაგრატიონ-მუხრანელი ხელნაწერისთვის ფასის ასაწევად უნდა იყოს ნახსენები. ეს ხელნაწერი იმით გამოირჩევა სხვა ხელნაწერებისგან, რომ ვერცხლით მოჭედილ ბუდეშია ჩასმული.
საინტერესო ისტორია აქვს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერებს, რომლებიც გამოჩენილი ავსტრიელი ენათმეცნიერის, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორის, ვენის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ ჰიგუ მუხართის სახელს უკავშირდება. როგორ მოხვდა ეს ხელნაწერები გრაცის უნივერსიტეტში, მისი საარქივო მასალებიდან ირკვევა.
სინას მთაზე დაცული რამდენიმე ხელნაწერი შეუსყიდია ავსტრიელ მხატვარ ალფონს მალიხს. ეგვიპტეში ამ ხელნაწერების ყიდვის დროს ნამდვილი ბრძოლა გამართულა, მაგრამ ბოლოს იგი ხელში ჩაუვარდა მალიხს. ეს ხდება 1894-1895 წლების მიჯნაზე. როგორც ამბობენ, ავსტრიელმა მხატვარმა არც კი იცოდა ქართული ხელნაწერების ნამდვილი ღირებულება, ინტუიციით იგრძნო, რომ მათი შესყიდვა კორეელი გადამყიდველისაგან ღირდა, რადგან გარეგნულად სიძველის მიმზიდველი ფერი დაჰკრავდა.
ორი წლის შემდეგ ალფონს მალიხს 4 ხელნაწერი ვენის სასახლის ბიბლიოთეკისთვის შეუთავაზებია. ბიბლიოთეკის დირექტორს შეძენაზე უარი უთქვამს, თუმცა მალევე გამოჩენილა ძველი ხელნაწერებით დაინტერესებული პირი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიგუ მუხართი. ორთვიანი გამალებული ვაჭრობის შემდეგ 1897 წლის 12 იანვარს პროფესორს შეუძენია 4 ხელნაწერი 420 გულდენად (ეს ხელნაწერები დღეს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული), რამდენიმე ხნის შემდეგკი - კიდევ ერთი ხელნაწერი 25 გულდენად. 1897 წელს ამ ხელნაწერების შესახებ ვრცელი გამოკვლევა დაწერა, რომელიც არ გამოქვეყნებულა.-
ამ ნაშრომის ორიგინალი თბილისში, ცენტრალურ არქივში ინახება. გრაცის უნივერსიტეტის ქართული კოლექცია ქართულ სამეცნიერო წრეებს პირველად აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ გააცნო
        

     

 V შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი:15.00
დასასრული:15.45
გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით :ქართული ანბანის წარმოშობის თეორიები  და  მკვლევარები:
ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949




მ. თარხნიშვილი, ახლად აღმოცენებული ქართველთა მონასტერი ბეთლემში, ”ბედი ქართლისა”, 1954, #16
რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები, საბჭოთა ხელოვნება, 1969, #6

გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის უცნობი წარწერები ”მაცნე” (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1976, #1.
თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1977.
პ. ინგოროყვა, თხზ. კრ. IV, თბ., 1978
რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბ., 19
უცხოელი ქართველოლოგები
ი ტ ა ლ ი ა
თანამედროვე საზღვარგარეთული ქართველოლოგიური ცენ-ტრებიდან ყველაზე ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს იტა-ლიას. ცნობილია, რომ ევროპელთაგან პირველად იტალიელები დაინტერესდნენ ქართული ენითა და დამწერლობით, ლიტერა-ტურითა და კულტურით. აქ XVII საუკუნის I მეოთხედიდან დაიწყო ფართო ხასიათის ქართველოლოგიური საქმიანობა, რაც განაპირობა იტალიელი მისიონერების მოღვაწეობამ საქართველოში. ამ მხრივ დიდი დამსახურება მიუძღვით ანტონიო ჯარდინას, სტეფანე პაოლონის, ფრანცისკ მარიო მაჯოს, ბერნარდო ნეაპოლელს, კრისტოფორო დე კასტელის, პიეტრო დელავალეს და სხვებს.
 პიეტრო დელავალე.
გერმანია
 გ.ლაიბნიცმა (1647-1716წწ.) პირველმა სცადა მოეძებნა მსგავსება ქართულსა და ინდოევროპულ ენებს შორის. 
მარი ბროსე (1802-1880 წწ.) იყო ქართ-ველოლოგიის მამამთავარი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში.


ინგლისი
და-ძმა - მარჯორი და ოლივერ უორდროპები.
ინგლისში სხვა ქვეყნებთან შე-დარებით ადრე გაიხსნა ქართული ენის კათედრები ჯერ ოქსფორდში, შემდეგ - ლონდონის უნივერსიტეტში.


VI შეხვედრა-აქტივობა
  კედლის გაზეთის გამოშვება მხედრული,მრგლოვანი და  ნუსხური ასოებით.


VIIშეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი:15.00
დასასრული:16.00
  ექსკურსია
 კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილი გამოფენა
 „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული ხელნაწერი“
ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. #3, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.




VIII შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი:15.00
დასასრული:15.45
პრეზენტაცია თემაზე-რიცხვითი სიმბოლოები და ქართული ანბანი.
 მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციბი თემაზე- ქართული ანბანი და რიცხვითი სიმბოლოები.მათ წარმოადგინეს ცხრილები და იმსჯელეს,თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ საკითხზე მუშაობას მათთვის.
მათ გააცნობიერეს,რომ ქართული ანბანი მზის კალენდარიცაა, მაგრამ იგი მთვარის აღნიშვნით იწყება, რადგან ძველად დღე-ღამის ათვლა ხდე-ბოდა მთვარის საშუალებით. მართლაც, მთვარის მოძრაობა ზუსტად ერთ თვეს გრძელდება: 28 დღეს მოჩანს ცაზე, 2 დღეს კი - არა. 30 დღის შემდეგ კვლავ ახალი მთვარეა.
ქართულ ანბანში აღნიშნულია, თუ რამდენ საათს გრძელდება დღე და ღამე. ქართული ანბანის 24-ე ასო არის ქ (ქან). იგი წარმოადგენს ქვეყნის სიმბოლოს, ქვეყნის ოთხ მხარეს (ასომ-თავრულით ქ). ქვეყნის არსი 24 საათია, ე.ი. ან (პირველი ასო) დღე-ღამის დასაწყისია, ქან (24-ე) - დღე-ღამის დასასრული.
ან-ი და ქან-ი ასტრონომიული ნიშნებია. ირკვევა, რომ ანბანის შემქმნელმა ქურუმმა 
ასტრონომიაც კარგად იცის. მისთვის ცხადია, რომ დედამიწა (ქვეყანა-მიწა) ღერძის გარშემო 24 საათში ერთხელ შემობრუნდება.



IX შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი15.00
დასასრული:15.45
რუბრიკა-ეცადე შენც!
 სამეცნიერო ფილმის "აი,კუბი''(ხის ფაზლებით ძველი ქართული ანბანის შექმნა), ყურება და პრაქტიკული განხორციელება.(შეძლებისდაგვარად,საჭირო რესურსების შემთხვევაში)
იხ.my video



X შეხვედრა-აქტივობა
დასაწყისი:15.00
დასასრული:16.00
  შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის სალონში.კითხვარის  შევსება: რას  ველოდი  ამ  პროექტისაგან, რა ვისწავლე და რას ვისურვებდი მომავალში!


No comments:

Post a Comment