დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
შევიმუშავებ სადამრიგებლო საათის გეგმას, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმავ შეხვედრის თემებს.
№ ჩასატარებელი ღონისძიებები
(საკითხთა ჩამონათვალი) :
1 კლასის ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა სწავლის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში
2 თვითმმართველობის არჩევა
3 მოვალეობების გადანაწილება მოსწავლეთა შორის
4 მშობელთა კრებების ორგანიზება
I მშობელთა კრება
II მშობელთა კრება
III მშობელთა კრება
IV მშობელთა კრება
5 ქცევის კოდექსის შემუშავება
6 სკოლის შინაგანაწესის გაცნობა
7 ურთიერთობების წესების შემუშავება
9 გაკვეთილების ცხრილის გაცნობა
10 კლასის კრებების ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში
11 გაცდენების კონტროლი,მიზეზების დადგენა
12 მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისათვის ზრუნვა
13 სასწავლო ნივთების ტარებაზე კონტროლი
14 კლასის საათის ორგანიზება
15 კლასის საათისათვის განკუთვნილი სავარაუდო თემების ჩამონათვალი:
.კომუნიკაცია
ა)სწორი კომუნიკაციის დამყარება მეგობრებთან და უფროსებთან,არა ძალადობას.
ბ)კონფლიქტების მართვა და მისი მოგვარების
გზების დასახვა
გ)ტოლერანტობის არსი და მისი მნიშვნელობა
დ)სკოლაში და სკოლის გარეთ მოქცევის გზების დასახვა
ე)ზრდილობა ყველგან და ყოველთვის,მისი მნიშვნელობა და უზრუნველყოფა
ვ)მეგობრობა და მისი მნიშვნელობა
ზ)ზრდილობა ადამიანის საუკეთესო სამკაულია
2.პატრიოტიზმი
ა)საქართველოს მთლიანობა და მისი მნიშვნელობა
ბ)მე საქართველოს მოქალაქე ვარ
გ)ჩემი ვალია, ვიყო ერის ღირსეული მამულიშვილი
დ)ენა,მამული,სარწმუნოება-ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია
ე)ჩემი ფიქრები მომავალზე
ვ)მარად და ყველგან, საქართველოვ ,მე ვარ შენთანა
3.გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულება
ა)გარემოს დაცვა ჩემი მოვალეობაა
ბ)ცხოვრების ჯანსაღი წესი სპორტით იწყება
16 სვეტიცხოვლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების-საუბრის ორგანიზება
17 ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება
18 დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება
19 შემეცნებითი-გასართობი ღონისძიების ორგანიზება
20 შემაჯამებელი საუბარი თემაზე:
რა მომცა სასწ. წელმა
22 ერთდღიანი ექსკურსიის ორგანიზება
No comments:
Post a Comment