ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
IX კლასი
ტესტი შედგება ღია და დახურული კითხვებისაგან.
მაქსიმალური ქულა--20
ქულათა ხვედრითი წილი:
10ქულა---- 19-20 სწორი პასუხი
9ქულა ----- 17-18 სწორი პასუხი
8ქულა ----- 15-16 სწორი პასუხი
7ქულა ----- 13-14 სწორი პასუხი
6ქულა ----- 11-12 სწორი პასუხი
5ქულა ----- 8-9-10 სწორი პასუხი
4ქულა ----- 4-5-6-7 სწორი პასუხი
1.(0,5ქ) გაიხსენეთ, შაირის რამდენ სახეობას გამოყოფენ „ვეფხისტყაოსანში“:
ა) ერთს; ბ) სამს; გ) ორს; დ) ოთხს;
2.(0,5ქ) ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე-სულსა“:
ა) როსტევანს;
ბ) არისტოტელეს;
გ) პლატონს;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
3.(0,5ქ) ცეზურა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს:
ა) პაუზას ლექსში;
ბ) რიტმს;
გ) აკრძალვას;
დ) ურითმო ლექსს.
4.(0,5ქ) თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა...
რომელი ბრუნვაა “მთათა:”
ა) მოქმედებითი;
ბ) ვითარებითი;
გ) სახელობითი;
დ) ნათესაობითი.
5.(1ქ) განმარტეთ შემდეგი ფრაზა:
„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა!“ („ვეფხისტყაოსანი“)
6.(1ქ) „ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაციებულის ლეშითა!“ (ვაჟა-ფშაველა-„ჩემი ვედრება“)
რა არის ტაეპის მთავარი სათქმელი?
7.(1ქ) „საქართველოს დღეს გარდაუწყდება თავისი ბედი და უბედობა!“ (ნ.ბარათაშვილი-„ბედი ქართლისა“).
განმარტეთ, როგორია წინადადება აგებულების მიხედვით.
8.(1ქ) ვის უწოდებენ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს? გაიხსენეთ შესწავლილი მასალა
9.(1ქ) თქვენი სიტყვებით განმარტეთ, რა არის მინიატურა.
10.(2ქ) ილია ჭავჭავაძე--„სარჩობელაზედ.“
რა მოულოდნელი ამბავი შეემთხვა მოხუცს მეურმეს?
11.(2ქ) იმსჯელეთ, რაში მდგომარეობდა ანდრო კაიშაურის პიროვნული ტრაგედია. (მ.ჯავახიშვილი-„მიწის ყივილი“)
12.(2ქ) რას ეწოდება ზუსტი და არაზუსტი რითმა?
13.(2ქ) საქართველოს ისტორიის რომელი უმძიმესი პერიოდი გააცოცხლა კონსტანტინე გამსახურდიამ მოთხრობაში „დიდი იოსები.“ იმსჯელეთ.
14.(2ქ) მოსე ზამთარაძის ნაამბობის მიხედვით მოკლედ დაახასიათეთ დათა თუთაშხია. (ჭაბუა ამერეჯიბი-„დათა თუთაშხია“)
15.(3ქ) გაიხსენეთ, რა იცით მზეჭაბუკ ორბელიანის შესახებ.
სწორი პასუხები:
1-გ
2-გ
3-ა
4-დ
5- ისე უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ, რომ სამყაროს უზენაესი წესრიგის მკვიდრი გავხდეთ.
6- ადამიანი თუ ხარ, სხვისი სიხარული და ტკივილი უნდა გაიზიარო, სხვაგვარად მოსიარულე მკვდარს დაემსგავსები.
7- შერწმული
8- ექვითიმე თაყაიშვილი
9- მინიატურა--მცირე მოცულობის პროზაული ნაწარმოებია, ახასიათებს კომპოზიციური სიმტკიცე. ყველა სიტყვა, დეტალი საგანგებოდაა შერჩეული და ზუსტად გამიზნული ავტორის მიერ.
10- უცხო ყმაწვილებს გადაეყარა, გაქურდეს, მოატყუეს, შემდეგ კაცის ჩამოხრჩობის თანამონაწილე გახდა.
11- სამშობლოს დატოვებასა და მარტოსულობაშია ანდრო კაიშაურის პიროვნული ტრაგედია.
12- ზუსტია რითმა, როდესაც სარითმო სიტყვებში ბგერები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. არაზუსტი-- ხმოვნები და თანხმოვნები განსხვავებულია.
13- აღწერილია საქართველოს გასაბჭოება 1921 წელს.
14- დათა--შეუპოვარი, უსამართლობასთან მებრძოლი, კაცთმოყვარე, უშიშარი, სამართლიანი.
15- მზეჭაბუკ ორბელიანი-- XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მწიგნობარი, სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე მეორის მდივანი, გონებამახვილი და მჭევრმეტყველი ადამიანი.
No comments:
Post a Comment