Sunday, November 19, 2017

ქართულ-ევროპული პარალელები (პროექტის გეგმა),პროექტის პრეზენტაცია

   ლიტერატურული პარალელები
                                      საქართველო-ევროპა
     დედამიწა ჩვენი საერთო სახლია,ამიტომ რაც უფრო მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ერთმანეთს,მით უფრო მეტად გაფართოვდება ჩვენი თვალსაწიერი.
  საქართველოს----ევროპის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს--ოდითგანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ცივილიზებულ სამყაროსთან და ასე გრძელდება დღესაც.
   იმისათვის,რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ კარგად იცოდეს საქართველოსა და ევროპის საუკუნებრივი ურთიერთობის შესახებ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გვემუშავა შემდეგ საკითებზე:
1. გერმანულ-ქართული ურთიერთობები (არტურ ლაისტი და ქართული მწერლობა)
2. ინგლისურ-ქართული კავშირები ( მარჯორი და ოლივერ უორდროპები და ილიას საქართველო)
3. ფრანგული რომანტიზმი- ქართველი   რომანტიკოსების  შთაგონების   წყარო    (ნ.ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, ალ.ჭავჭავაძე-- ნოვალისი, ტიკი, შატობრიანი)
4. პოლონური სიო- ადამ მიცკევიჩის „ფარისი“, ბარათაშვილი- მერანი.
5. ქართულ-ევროპული სიმბოლიზმი: გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო, არტურ რემბო, მალარმე, ბოდლერი, ვერლერი.
6.ქართული კულტურის უძველესი კერები საზღვარგარეთ: კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი (ძმები ბაკურიანისძეები, ანთიმოზ ივერიელი)
7. XX საუკუნის ევროპელი ქართველოლოგები: მარი, ჰარნაკი, ფრინკი, დევიდ ლანგი და სხვა.
    დამოუკიდებელი აღმოჩენები---- ნუცუბიძე---ჰონიგმანის თეორია.
    ეს საკითხები ღრმაა და ფართო შესწავლას მოითხოვდა. X კლასელები გაეცვნენ მასალებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ნამუშევრები.
    ამ თემებზე მუშაობამ კიდევ უფრო მეტად დაახლოვა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ კულტურასთან. მოძებნეს, რა გავქვს საერთო, რაში ვგავართ და რით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.
    ჩვენი აზრით, ამ პროექტ- გაკვეთილმა ხელი შეუწყო  მოსწავლეების ევროპასთან ინტეგრაციას და დაეხმარა მათ იმის გათავისებაში, რომ უძველესი და უდიდესი წარსულის მქონე ქართველი ერი, თავისი ტრადიციებითა და მეობით ,სწორედაც რომ მონაპოვარი იქნება ევროპისათვის.
სასწავლო  პროექტი
     პროექტის თემა: ლიტერატურული პარალელები--საქართველო-ევროპა
  დედამიწა ჩვენი საერთო სახლია,ამიტომ რაც უფრო მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ერთმანეთს,მით უფრო მეტად გაფართოვდება ჩვენი თვალსაწიერი.
  საქართველოს----ევროპის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს--ოდითგანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ცივილიზებულ სამყაროსთან და ასე გრძელდება დღესაც.
  ევროპით დაინტერესება ჩვენთვის "არ ახალია,ძველია!"
ამას დაემატა რამდენიმე მოსწავლის მოგზაურობა ევროპაში.



   მათი შთაბეჭდილებები,მოსაზრებები და შეხედულებები საინტერესო აღმოჩნდა თანაკლასელებისათვის ,ამიტომ გადავწყვიტეთ,გაგვეკეთებინა პროექტი --ლიტერატურული პარალელები:საქართველო -ევროპა!



 შევიკრიბეთ,ვისაუბრეთ, შევაჯერეთ აზრები და გავანაწილეთ თემები,რომელთა დამუშავებაც თავად მოსწავლეებმა მოისურვეს!




იმისათვის,რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ კარგად იცოდეს საქართველოსა და ევროპის საუკუნებრივი ურთიერთობის შესახებ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ,გვემუშავა მთელ რიგ საკითებზე.
          შევარჩიეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებზედაც ცოდნის მიღება მოსწავლეებს  განსაკუთრებით აინტერესებდათ. დავწერეთ სცენარი, მოვიძიეთ ვიდეოფილმები,  რომელთა წარმოდგენა გვინდოდა შემაჯამებელ სამუშაოზე,-პრეზენტაციის დღეს.  ბავშვებმა დაიწყეს საპრეზენტაციო სლაიდ-შოუების მომზადება. 





დავალებები ,ანუ საპრეზენტაციო თემები ამგვარად გადანაწილდა:
1. გერმანულ-ქართული ურთიერთობები (არტურ ლაისტი და ქართული მწერლობა)


2. ინგლისურ-ქართული კავშირები ( მარჯორი და ოლივერ უორდროპები და ილიას საქართველო)


3. ფრანგული რომანტიზმი- ქართველი   რომანტიკოსების  შთაგონების   წყარო    (ნ.ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, ალ.ჭავჭავაძე-- ნოვალისი, ტიკი, შატობრიანი)





4. პოლონური სიო- ადამ მიცკევიჩის „ფარისი“, ბარათაშვილი- მერანი.


5. ქართულ-ევროპული სიმბოლიზმი: გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო, არტურ რემბო, მალარმე, ბოდლერი, ვერლერი.




6.ქართული კულტურის უძველესი კერები საზღვარგარეთ: კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი (ძმები ბაკურიანისძეები, ანთიმოზ ივერიელი)

7. XX საუკუნის ევროპელი ქართველოლოგები: მარი, ჰარნაკი, ფრინკი, დევიდ ლანგი და სხვა.
    დამოუკიდებელი აღმოჩენები---- ნუცუბიძე---ჰონიგმანის თეორია.
 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო  ამ პროექტში მშობელთა აქტიური ჩართულობაც,  მითუმეტეს, რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელოვნებო უნარით.  მათ გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სკოლისა და ოჯახის მჭიდრო ურთიერთკავშირი. ვინაიდან უკვე აქვთ ამ კუთხით დიდი გამოცდილება, პროექტმა უმალვე გამოიწვია მშობელთა  დაინტერესება. მათ დააზუსტეს, თუ რა სახის დახმარებას  შეძლებდნენ და გადაწყვიტეს მასში აქტიურად ჩაბმა.
    პროექტის აქტუალურობის განსაზღვრა:
         კლასში უკვე მრავალი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა უნარის განსავითარებლად.   გარდა ამისა,  ბავშვები ხშირად აღნიშნავენ, რომ აინტერესებთ ინფორმაციები ევროპის ქვეყნების შესახებ, მათ იციან, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპული გაერთიანებებისკენ.სასურველია, აღნიშნულ თემაზე  მოსწავლეებს ინფორმაციები მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ მარტივად, საინტერესოდ.
  ვფიქრობ, სახალისო და საინტერესო ღონისძიებაში ყველანი სიამოვნებით ჩაერთვებიან, ცოდნასაც მიიღებენ  და  გარკვეულ   უნარებსაც განავითარებენ.
  ბავშვები ხალისიანად გატარებენ შემაჯამებელი სამუშაოსთვის განკუთვნილ დღესაც, რაც, ჩვენი აზრით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
      საკლასო პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეებმა მიიღონ გარკვეული ცოდნა ზოგადად ევროპის კონტინენტის, ევროკავშირისა და ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის შესახებ;
·          მოსწავლეები გაეცნონ უცხოელ ქართველოლოგებს;
·         მოსწავლეებ განუვითარდეთ კითხვის დასმის , მსჯელობის, დისკუსიის, ასევე   პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
·         მიიღონ ინფორმაციები ევროკავშირის შესახებ;
·         განავითარონ  შემოქმედებითი უნარები;
·         განამტკიცონ ურთიერთთანამშრომლობის, ჯგუფში მუშაობის ჩვევები;
ამოცანები პროექტ-გაკვეთილის განსახორციელებლად:
·         მოვიძიო და მოსწავლეებს მივაწოდო ინფორმაციები ევროპის მათ მიერ შერჩეული ქვეყნების გასაცნობად;
·         მოვიძიო შერჩეული ქვეყნების სიმღერები, ცეკვები, მათ ენებზე მარტივი ფრაზები;
·         შევქმნა და მოსწავლეებსაც შევაქმნევინო ელექტრონული სლაიდ-შოუები ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის შესახებ;
·         ჩევრთო პროექტში მოსწავლეთა მშობლები;
·         გაკვეთილის ჩატარება ევროპისა და ევროკავშირის თემაზე;
·         შესრულებული ნამუშევრების წარდგენა/პრეზენტაცია;
·         საკლასო პროექტის  შეფასება;

განხორციელების გზები:
როგორ?- წინასწარ მოვიმარაგებ  ყველა საჭირო რესურსს, ინფორმაციებს, შევარჩევ  სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას მათ გადასაცემად. ინფორმაციულ  ტექსტებს წავიკითხავთ  სკოლაში,ვნახავთ ვიდეოფილმებს, მოსწავლეებს    მივცემ მათ  ზუსტ  ინსტრუქციებს, რის შესრულებასაც  საგანგებო მონიტორინგს გავუწევ და   შევაჯამებ.
ვინ?- პროექტის მონაწილეები ვიქნებით: მოსწავლეები, მე, მასწავლებლები  და პროექტში ჩართვის მსურველი მშობლები.
როდის?- პროექტი განხორციელდება სასწავლო წელს 1 ნოემბრიდან  2  დეკემბრის  ჩათვლით. პროექტის კულმინაცია იქნება მისი წარდგენა/პრეზენტაცია 2 დეკემბერს.
მოსალოდნელი შედეგები:
   ამ თემებზე მუშაობამ კიდევ უფრო მეტად დაახლოვა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ კულტურასთან. მოძებნეს, რა გავქვს საერთო, რაში ვგავართ და რით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.
    ჩვენი აზრით, ამ პროექტ- გაკვეთილმა ხელი შეუწყო  მოსწავლეების ევროპასთან ინტეგრაციას და დაეხმარა მათ იმის გათავისებაში, რომ უძველესი და უდიდესი წარსულის მქონე ქართველი ერი, თავისი ტრადიციებითა და მეობით ,სწორედაც რომ მონაპოვარი იქნება ევროპისათვის.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.
·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
·         შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
·         აღწერს გეოგრაფიულ  ობიექტებს, 
ს.გ.IV. 5.   მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.
·         გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას; იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
ს.გ.IV.10.   მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში,  საკლასო და სასკოლო  ზეიმებში და გამოფენებში;
მუს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.
·         მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში.
მუს. IV.8.  მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         მონაწილეობს კლასის ღონისძიებებში;
      მოსწავლეები წაიკითხავენ  შერჩეულ ლიტერატურას,- ადაპტირებულ საინფორმაციო  ტექსტებს. შექმნიან ნახატებს,  ხელნაწერ წიგნებს, ელექტრონულ სლაიდ-შოუებს;  სკოლაში გამოიფინება მათ მიერ შექმნილი ხელნაწერი და ილუსტრირებული წიგნები, ნახატები, აპლიკაციები...
     აღნიშნულ თემაზე ასევე იმუშავებენ მშობლები. ისინი დახატავენ, შექმნიან ხელნაკეთობების ნიმუშებს, წაუკითხავენ ბავშვებს ტექსტებს, დაეხმარებიან მათ ინფორმაციების მოძიებაში, სასცენო ნომრების მომზადებაში...
     პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა  საქმიანობა ჩატარდება მშობელთა აქტიური თანამონაწილეობით.
პროექტგაკვეთილის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი:
საგანგებოდ მომზადებული  საინფორმაციო  ტექსტები, თაბახის ქაღალდები, ფერადი ქაღალდები, სახატავი ქაღალდები, ფლიპჩარტები,  ფანქრები, საღებავები, მარკერები, ბუკები, პროექტორი, ვიდეოფილმები, სლაიდ-შოუები. საგანგებო ფინანსებს არ ვსაჭიროებ, ყველა ეს რესურსი სკოლაშივე მოიპოვება;
წინასწარ შესასრულებელი სამუშაო;
·         ევროპის რამდენიმე ქვეყნის შერჩევა გასაცნობად;
·         სლაიდ-შოუებისთვის ინტერნეტში საჭირო ელექტრონული  მასალის შეგროვება;
·         საინფორმაციო ტექსტების ადაპტირება;
·         მოსწავლეთა წინასწარი მოტივირების მიზნით, ვიდეოფილმების ნახვა;


პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში
(დაიწერა შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ)
   ვფიქრობ, ამ პროექტის ყველა მიზანი  სრულად  განხორციელდა,  მახარებს  მოსწავლეებისა და მშობლების  დამოკიდებულებაც აღნიშნული პროექტის მიმართ.
 მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო სამუშაო შეასრულეს: ისინი გაეცნენ ჩემ მიერ მოძიებულ  საინფორმაციო ტექსტებს ევროპის ექვს ქვეყანაზე, თვითონაც  მოიძიეს და წაიკითხეს ინფორმაციები ინტერნეტში,აპლიკაციები, პოსტერები, საინფორმაციო აბრები, ელექტრონული პრეზენტაციებიგაიაზრეს, რომ ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისათვის სარგებლიანი იქნება, დაინტერესდნენ ევროპის შემდგომი შესწავლით.
კერძოდ, პროექტის მიზნიდან გამომდინარე:
·         მოსწავლეებმა მიიღეს  გარკვეული ცოდნა ზოგადად ევროპის კონტინენტის, ევროკავშირისა და ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის შესახებ;
·          ·          განავითარეს   კითხვის დასმის , მსჯელობის, დისკუსიის, ასევე   პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
·         მიიღეს ინფორმაციები ევროკავშირის შესახებ;
·         დაინტერესდნენ, რომ მიღებული ცოდნე აღნიშნულ თემაზე უფრო განავითარონ;
·         ვფიქრობ, ამ პროექტით მოსწავლეებმა მნიშვნელოვნად განავითარეს საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის, კითხვის და  წერის უნარებიც.  ასევე გარკვეულწილად განვითარდა მათი შემოქმედებითი და სახელოვნებო უნარებიც, კარგად განავითარეს ინტერნეტში მუშაობის უნარიც.
·         მშობლებმაც ბევრი იმუშავეს ამ პროექტის წარმატებისთვის.  ისინი სიამოვნებით ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ინფორმაციების მოძიებაში, ელექტრონული პრეზენტაციების შექმნაში, რამდენიმე მათგანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით. 
აღნიშნული პროექტი დიდი სტიმული იყო მშობლებისთვისაც. მათ უფრო კარგად გაიაზრეს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა. იმედია, რომ მათი სკოლასთან კავშირი უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და საინტერესო იქნება, რომ ამგვარ პროექტებში მომავალში მშობელთა მეტი რაოდენობა ჩაერთვება.
    შეფასება
(ჩატარებული სამუშაოს  შესაფასებლად წინასწარ შევიმუშავე  კრიტერიუმები, მოვამზადე  შეფასების რუბრიკები, რომლებიც პროექტს დაერთვის  დანართის სახით):
სასწავლო პროექტის  შეფასების რუბრიკა


შეფასება:
კარგი                              საშუალო                              სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
+
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტგაკვეთილის მიზანი და ამოცანები
+
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
+
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
+
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული
+


მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი                              საშუალო                              სუსტი

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
+
აღნიშნული საკითხის ცოდნა
+
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
+
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
+





No comments:

Post a Comment